პირველი რედაქცია: 03.04.2025 განახლებულია: 10.06.2025

<aside> ❗

ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ შპს ფრეიმვორკი გადმოგცემთ სერტიფიცირებული QA ტესტერის სერტიფიკატს. ამისთვის ტესტირების დაწყებამდე გვაცნობე ელ. ფოსტაზე [email protected].

</aside>

ტესტირების მიზანია გამოვავლინოთ აპლიკაციაში არსებული ბაგები როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური კუთხით.

აპლიკაციის ბეტა ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ აქ: https://testflight.apple.com/join/hkBHmQ4c

ვერსიის განახლება მოგივათ TestFlight აპლიკაციაში. ტესტირებისას აუცილებელია გაიტესტოს ბოლო ვერსიაზე.

რეგისტრაციას მიუთითეთ რეალური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოგივათ ერთჯერადი კოდი. სხვა ინფორმაციის მითითება შესაძლებელია როგორც ფაქტობრივი, ისე გამოგონილი პიროვნების.

ბიომეტრიის ტესტირებისთვის საჭიროა საკუთარი, ნამდვილი ფოტოს(ების) ატვირთვა.

გაითვალისწინეთ, რომ აპლიკაციის ზოგი ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი ტესტირებისთვის. ამ ეტაპზე არ გატესტოთ გამოწერის ფუნქციონალი. აგრეთვე, შეთავაზებების, მაღაზიის და რიგი სხვა გვერდები დაემატება ეტაპობრივად.

ხარვეზების შესახებ ჩანაწერები თიქეთები შექმენით Notion პლატფორმაზე, რომელზეც წვდომის მისაღებად მოგვმართე ელ. ფოსტაზე - [email protected].

მადლობა, რომ გვეხმარებით! <3